ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 20, 2024 05:41 საათი

თბილისი

აპრ 20 - შაბ
Tbilisi, GE
14°C clear sky

ნენსი პელოსი ტრამპისთვის ბრალის წაყენებაზე: კანონზე მაღლა არავინ დგას – ყველას აქვს უფლება სასამართლო პროცესზე თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად

კანონზე მაღლა არავინ დგას და ყველას აქვს უფლება სასამართლო პროცესზე თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად, – განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა, ნენსი პელოსიმ დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით.

„ნაფიცმა მსაჯულებმა იმოქმედეს ფაქტებისა და კანონის საფუძველზე. კანონზე მაღლა არავინ დგას და ყველას აქვს უფლება სასამართლო პროცესზე თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად. იმედია, ყოფილი პრეზიდენტი მშვიდობიანად პატივს სცემს სისტემას, რომელიც მას ამ უფლებას ანიჭებს“, – განაცხადა ნენსი პელოსიმ.

30 მარტს, ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას. მანჰეტენის საოლქო პროკურორმა, ალვინ ბრაგმა ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა დიდ კოლეგიას წარუდგინა სამხილები ტრამპის მიერ პორნომსახიობ სტორმი დენიელსისთვის 130 000 დოლარის გადახდის შესახებ, რაც წყაროების თანახმად, მან 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ბოლო დღეებში, ტრამპთან სავარაუდო ურთიერთობის შესახებ სიჩუმის სანაცვლოდ მიიღო. დონალდ ტრამპმა ასეთი ურთიერთობის ფაქტი უარყო და მისმა ადვოკატმა დანიელსს, რომლის ნამდვილი სახელი სტეფანი კლიფორდია, ბრალი გამოძალვაში დასდო.

ბრალდების მხარის მტკიცებით, ტრამპმა დენიელსს თანხა წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებისთვის განკუთვნილი ფინანსებიდან გადაუხადა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს და ნიუ-იორკის შტატში 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

🔴სინოდის წევრებმა მეუფე საბას ველაპარაკეთ მასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე 🔴ამერიკის ელჩმა ჩვენ რომ ისტორიას გვასწავლის თავად ამერიკელებს ასწავლოს როგორ გაწვიტეს აბორიგენები და რაზე დგას თავად ამერიკა 🔴გარყვნილების და უზნეობის ამკრძალავი კანონი ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა მიიღოს 🔴პარტიებს არჩევნებზე უნდა დავადებინოთ ფიცი რომ უზნეობის კანონს მხარს არ დაუჭერენ 🔴მთავრობა რატომ ელოლიავება ამ ხალხს ვერ გავიგე, ვერ გავიგე ამ ქვეყანაში უმცირესობა წყვიტავს საკითხებს თუ უმრავლესობას 🔴მეუფე შიოს სხეულში მართლაც აღმოჩნდა მძიმე მეტალები 🔴პრეზიდენტ ზურაბიშვილს მინდა ვკითხო განა კონსტიტიციაში ჩვენ გვიწერია რომ უზნეობას ხელი შეუწყოთ 🔴ვანში ჯვარი არათუ ავიღეთ არამედ უფრო კარგ და გამოსაჩენ ადგილზე ვდგამთ რომელსაც ლამის მთელი ვანი დაინახავს -ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი ბულუხია