ტელეკომპანია სეზონი

აგვისტო 20, 2022 02:46 საათი

გორი

აგვ 20 - შაბ
Tbilisi, GE
21°C clear sky

ილია დარჩიაშვილი – გვაქვს მოლოდინი, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უზბეკეთში იქნება ახალი იმპულსის მომტანი, იმისთვის, რომ განვითარდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები

გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უზბეკეთში იქნება ახალი იმპულსის მომტანი, იმისთვის, რომ განვითარდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, გაძლიერდეს თანამშრომლობა და საერთო ინტერესების შესაბამისად ორმა ქვეყანამ მიიღოს კონკრეტული ხელშესახები შედეგები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის უზბეკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დაიგეგმა ძალიან ფართო სპექტრი აქტივობების და იმ მიმართულებების, რომელი მიმართულებებითაც ქვეყნებმა მომავალში უნდა ითანამშრომლონ.

„დღეს გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთის რესპუბლიკაში. ვიზიტი გამოირჩევა თავისი მნიშვნელობით, რადგან საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტია. შესაბამისად, განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები, დაიგეგმა ძალიან ფართო სპექტრი აქტივობების და იმ მიმართულებების, რომელი მიმართულებებითაც ქვეყნებმა მომავალში უნდა ითანამშრომლონ. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უზბეკეთში იქნება ახალი იმპულსის მომტანი, იმისთვის, რომ განვითარდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, გაძლიერდეს თანამშრომლობა და საერთო ინტერესების შესაბამისად ორმა ქვეყანამ მიიღოს კონკრეტული ხელშესახები შედეგები“, –  განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები