ტელეკომპანია სეზონი

ივლისი 4, 2025 13:22 საათი

თბილისი

Jul 4 - Fri
Tbilisi, GE
20°C broken clouds

ნიკოლოზ მჟავანაძეს სამამულო ომის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მედალი გადაეცა

2025 წლის 3 ივლისს, ბელარუსის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც თბილისში გაიმართა, ბელარუსის ახალმა ელჩმა საქართველოში,  ნიკოლაი როგაშჩუკმა, ნიკოლოზ მჟავანაძეს სამამულო ომის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საპატიო მედალი გადასცა. ღონისძიებაზე მედლით დაჯილდოვდა ასევე ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორი, გულბაათ რცხილაძე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მრავალი ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული საპატიო სტუმრები.

საზეიმო სიტყვაში ბატონმა ნიკოლაი როგაშჩუკმა ხაზი გაუსვა ბელარუსსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას, სამამულო ომის ისტორიასა და იმ ადამიანების ღვაწლს, რომლებიც გმირთა ხსოვნის პატივისცემასა და პოპულარიზაციას ემსახურებიან. მისი თქმით, ნიკოლოზ მჟავანაძის და გულბაათ რცხილაძის საქმიანობა განსაკუთრებულად აღსანიშნავია ამ კონტექსტში.

„ჩემთვის დიდი პატივია მივიღო ბელარუსის მიერ მინიჭებული ეს მნიშვნელოვანი ჯილდო — სამამულო ომის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საპატიო მედალი. ეს არ არის მხოლოდ პირადი აღიარება; ეს არის სიმბოლო იმ ღირებულებებისა და იდეალების, რომელსაც ჩვენი წინაპრები ედგნენ სათავეში და რომელთა დამცველობასაც ჩვენ დღეს ვაგრძელებთ.

ბელარუსის ელჩის მიერ გამოხატული მადლობა და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ისტორიული მეხსიერების დაცვა და გმირების ხსოვნის შენარჩუნება საერთო საქმეს წარმოადგენს და სცდება ერთი ქვეყნის ფარგლებს.

მნიშვნელოვანია, რომ დღეს, როდესაც ისტორიის გადაფასების მცდელობები ხშირად ხდება, ჩვენ შეგვიძლია ერთობლივად დავიცვათ და გადავცეთ მომავალ თაობებს სიმართლე და ღირებულებები, რომელთაც ჩვენი წინაპრები სიცოცხლეს სწირავდნენ.
ბატონმა ელჩმა, ხაზი გაუსვა დიდი სამამულო ომის მნიშვნელობას და ასევე მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს ვისაც წვლილი შეაქვთ სამამულო ომთან დაკავშირებით ჩვენი დიდი წინაპრების უკვდავყოფის საქმეში და ამ ჭრილში გამოჰყო ჩემი და გულბათ რცხილაძის საქმიანობა.

ამ ჯილდოს მიღება ჩემთვის არ არის მხოლოდ დასრულებული ეტაპის სიმბოლო — პირიქით, ეს არის სტიმული, რომ კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშაო ისტორიის, კულტურისა და ეროვნული იდენტობის დაცვის მიმართულებით.

მადლობას ვუხდი ბელარუსის ელჩს ბატონ ნიკოლაი როგაშჩუკს, ღონისძიების ყველა ორგანიზატორსა და იმ ადამიანებს, ვინც ამ იდეალების შენარჩუნებას ემსახურებიან.

ვგრძნობ დიდ პასუხისმგებლობას, რომ მომავალშიც გავაგრძელო ეს გზა ღირსეულად და ენერგიულად.“ – აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაძე

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის