ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 23, 2024 06:44 საათი

თბილისი

Nov 23 - Sat
Tbilisi, GE
7°C clear sky

ნინო ლომჯარია „ნაცების“ სახალხოდ დამცველია – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ სახალხო დამცველზე, ნინო ლომჯარიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის სახალხო კი არა, „ნაცების“ დამცველია. გარდა ამისა, მდინარაძემ განაცხადა, რომ ლომჯარია ქსენოფობიურ კამპანიას აწარმოებს.

„სამწუხაროდ, ჩვენ სახალხო დამცველი არ გვყავს, ეს არის „ნაცების“ სახალხო დამცველი. ეს არის ადამიანი, რომელიც ქსენოფობიურ კამპანიას აწარმოებს. ამ ადამიანის მოწოდებები ერთია და მეორე ის, რომ ჩვენ 90 ხმა გვჭირდება, დამოუკიდებლად 80 დეპუტატი ამ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ და ბუნებრივია, კონსენსუსი გვჭირდება ოპოზიციასთან, რათა სახალხო დამცველი ავირჩიოთ. ამ არჩევას იმედია, კომპრომისის გზით, ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად მივაღწევთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები