ტელეკომპანია სეზონი

სექტემბერი 1, 2025 16:04 საათი

თბილისი

Sep 1 - Mon
Tbilisi, GE
36°C clear sky

ნინო წილოსანი ოპოზიციაზე: ყველაფერზე აკრიტიკებენ ერთმანეთს. დაშლის სერიოზული პროცესი მიმდინარეობს. ამ პროცესს მმართველი გუნდის სწორმა პოლიტიკამ და ქართველი ხალხის არჩევანმა შეუწყო ხელი

ნინო წილოსანი ოპოზიციაში არსებულ ქაოსს ეხმაურება. პარლამენტის ვიცე-სპიკერის შეფასებით, ამ პროცესს მმართველი გუნდის სწორმა პოლიტიკამ და ქართველი ხალხის არჩევანმა შეუწყო ხელი.

„ოპოზიცია ჩვეულ ამპლუაშია. მათ დიდი სურვილი აქვთ ვინმე მაინც დაჭამონ. გამომდინარე იქიდან, რომ მმართველ გუნდთან მათი ბრძოლა ჩაიშალა, ერთმანეთის დაჭმაზე გადავიდნენ. ყველაფერზე აკრიტიკებენ ერთმანეთს. დაშლის სერიოზული პროცესი მიმდინარეობს. ამ პროცესს მმართველი გუნდის სწორმა პოლიტიკამ შეუწყო ხელი და ქართველი ხალხის არჩევანმა. ის, რასაც ქართველი ხალხი უყურებდა ოპოზიციის ნამოქმედარს, სრულიად მიუღებელი იყო და ახლა უკვე ისეთ მოცემულობაში არიან, რომ ერთმანეთის კრიტიკის გარდა აღარაფრით არიან დაკავებულები“, – აღნიშნა წილოსანმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის