ტელეკომპანია სეზონი

სექტემბერი 14, 2024 15:45 საათი

თბილისი

სექ 14 - შაბ
Tbilisi, GE
28°C clear sky

ომის დაწყებიდან პირველად, ინდოეთის პრემიერი უკრაინას ეწვევა

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი უკრაინას ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ვიზიტის დეტალები ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

ეს ნარენდრა მოდის პირველი ვიზიტი იქნება უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.

ცნობისთვის, ერთი თვის წინ, ინდოეთის პრემიერი მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში, რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინს შეხვდა, რასაც ზელენსკიმ „დიდი იმედგაცრუება“ უწოდა.

ინდურ პრესაში ვიზიტის თარიღის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. ტელეკომპანია NDTV-ს ცნობით, ნარენდრა მოდი უკრაინაში 23 აგვისტოს ჩავა, ხოლო როგორც Indian Express იუწყება, ინდოეთის პრემიერი შესაძლოა, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, 24 აგვისტოს რამდენიმე საათით ეწვიოს ქვეყანას.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები