ტელეკომპანია სეზონი

თებერვალი 21, 2025 16:52 საათი

თბილისი

Feb 21 - Fri
Tbilisi, GE
2°C clear sky

ორბანი: ლიბერალურმა გლობალურმა ელიტამ გამოიყენა აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა ფული მთელ მსოფლიოში თავისი ფინანსური და იდეოლოგიური მიზნების მისაღწევად

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, გამოაქვეყნოს დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ ანაწილებდნენ ამერიკული სამთავრობო უწყებები თანხებს ბოლო წლებში.

ორბანის თქმით, ლიბერალურმა გლობალურმა ელიტამ გამოიყენა აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა ფული მთელ მსოფლიოში თავისი ფინანსური და იდეოლოგიური მიზნების მისაღწევად, დახმარების საფარქვეშ, მაგრამ სინამდვილეში, როგორც პოლიტიკური გავლენის იარაღი.

უნგრეთის მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ თანხები როგორც სოროსის მიერ მხარდაჭერილი ფონდებიდან, ასევე ამერიკის მთავრობის ბიუჯეტიდან მიემართებოდა მიგრაციის წახალისების, ოჯახის საწინააღმდეგო პოლიტიკისა და გენდერული იდეოლოგიის მხარდასაჭერად – ყოველივე ამას ჰქონდა მკაფიო პოლიტიკური მიზანი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის