ტელეკომპანია სეზონი

ოქტომბერი 27, 2025 21:07 საათი

თბილისი

Oct 27 - Mon
Tbilisi, GE
13°C clear sky

ორბანი: თუ გვინდა შევინარჩუნოთ მშვიდობა უნგრეთში, არ შეგვიძლია ბრიუსელის დინებას მივყვეთ

თუ გვინდა შევინარჩუნოთ მშვიდობა უნგრეთში, არ შეგვიძლია ბრიუსელის დინებას მივყვეთ, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.

„მსოფლიო ნელ-ნელა ეჩვევა ომებს. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში სამხედრო კონფლიქტები ერთმანეთის მიყოლებით ღვივდებოდა მთელ მსოფლიოში – კავკასიიდან ახლო აღმოსავლეთამდე, ახლა კი სამი წელია, გვერდით რუსეთ-უკრაინის ომი მძვინვარებს“, – აღნიშნა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.

ორბანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „როდესაც მსოფლიო ეჩვევა ომებს, ისინი სულ უფრო საშიში ხდება“.

„ჩვენ გვინდა, რომ მსოფლიოში გავრცელებული ომის ციებ-ცხელებისგან შორს დავრჩეთ. ამიტომაც, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან, ანტი-საომარ კოალიციას ვაშენებთ“, – დასძინა მან.

 

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის