პაკისტანის ქალაქ პეშავარში ხალხმრავალ მეჩეთში აფეთქებას მინიმუმ 32 ადამიანი იმსხვერპლა. ამის შესახებ Reuters წერს.
რაც შეეხება დაშავებულებს, მათი რაოდენობა 147 ადამიანს აღწევს, მათგან უმეტესობა მძიმედაა. მეჩეთში სულ მცირე 260 ადამიანი იმყოფებოდა. სავარაუდოდ, ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი.
ამ დრომდე მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.