საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროპარლამენტარის რასა იუკნევიჩიენეს განცხადებები ფაშისტური განცხადებების ზღვარს მიუახლოვდა.
როგორც პაპუაშვილი წერს, დროა, ბრიუსელში, გამოჩნდეს საღი აზრი, რომელიც ადამიანის ღირსების არმცნობ ამ სამარცხვინო ტენდენციას შეაჩერებს.
„ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის, რასა იუკნევიჩიენეს განცხადებები უკვე ძალიან მიუახლოვდა ფაშისტური განცხადებების ზღვარს.
„დამნაშავეა ხალხი…“, „ინფექცია უნდა შევაჩეროთ…“ თუ მისგან წახალისებული რადიკალების ზიზღის ენის განვითარების გზას შევხედავთ, შემდეგ ჯერზე, წესით, ქართველ ხალხს „მონა“ ან „ბიომასა“ უნდა გვიწოდოს…
დროა, ბრიუსელში, გამოჩნდეს საღი აზრი, რომელიც დემოკრატიის და ადამიანის ღირსების არმცნობ ამ სამარცხვინო ტენდენციას შეაჩერებს.
რასა იუკნევიჩიენეს კი ვეტყოდი – არ შეიძლება სტალინის ზიზღით, მთელი ერი შეიზიზღო“, – წერს პაპუაშვილი.