ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 21, 2024 16:36 საათი

თბილისი

Nov 21 - Thu
Tbilisi, GE
16°C clear sky

პარლამენტთან აქცია „დასაჯე პედოფილი“ გაიმართა

საქართველოს პარლამენტთან აქცია „დასაჯე პედოფილი“ გაიმართა.

აქციის ორგანიზატორების თქმით, უახლოეს დღეებში პარლამენტს მიმართავენ ინიციატივით, რომ პედოფილიაში ბრალდებულებთან მიმართებით სასჯელი უფრო გამკაცრდეს.

მათი თქმით, მსგავს დანაშაულზე დაკავებულთა გათავისუფლება გირაოს და პირობითი მსჯავრის სანაცვლოდ, მიუღებელია.

„სახელმწიფომ უნდა დაიცვას ის ხალხი, ვისაც საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლია – ეს არიან ბავშვები, ეს არიან შშმ პირები. რა 7-9 წელი? 20 და უვადო პატიმრობა შეიძლება იყოს იმიტომ, რომ როდესაც ზრდასრული ადამიანი უმახინჯებს ბავშვს სიცოცხლეს, ის არ შეიძლება 7 წლით ჩასვა ციხეში“, – ამბობს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა თბილისისთვის“ წევრი ვახტანგ სურგულაძე.

აქციის მონაწილეებს სტატისტიკა მოჰყავთ, რომლის მიხედვითაც, ბოლო სამ თვეში არასრულწლოვნებზე სექსუალური ხასიათის ძალადობის 50-მდე შემთხვევას ჰქონდა ადგილი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

🔴ბატონო ირაკლი, თქვენ რომ წახვედით პრემიერობიდან და თქვენი გუნდი გაგინებდათ მე ხმალამოღებული გიცავდით და დღეს რომ თქვენი უწყებები გვებრძვის რატომ არ რეაგირებთ. 🔴დღეს ძალოვან უწყებებში ჩაბუდებული ნაცების მიზანია მოგვიწყონ პროვოკავიები და მერე ჩვენ ვაგინოთ მთავრობა 🔴თუ არ გამოიძიებენ ჩვენზე თავდასხმების ფაქტებს მაშინ გვიჩნდება ეჭვი რომ ეს მთავრობის პირველი პირებიდან მოდის 🔴როგორ შეიძლება შუა ქალაქში მოხდეს თავდასხმა და ამაში პოლიციის ან სუსის აგენტურა არ იყოს ჩართული 🔴გარეჯს ვიცავდით ბრძოლა დაგვიწყეთ, რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე ვსაუბრობთ გვებრძვით რა გინდათ ბოლო ბოლო გვითხარით? 🔴როგორც ჩანს ხელისუფლება სრულად დასავლეთი აკონტროლებს და საქართველოს ხელისუფლება 🔴ტელეფონზე ვერ მილაპარაკია რა სმისმენთ ასეთს, ადრეც მისმენდით და არ ვწუხდებოდი. აპარატურა გაგიფუჭდათ თუ რაშია საქმე ვერ მისმენთ ხარისხიანად რომ არ შევწუხდე 🔴ჩვენ არ ვართ ხელისუფლების მტრები ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ დამნაშავეების დასჯას და სამართლიანობის აღდგენას 🔴ამათი მიზანია ვისაც ავტორიტეტი აქვს ყველა გაანადგუნონ, სწორედ ამას უკავშირებ ჩემზე თავდასხმებს -ნიკოლოზ მჟავანაძე