პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ლუგანსკის ოლქში იმყოფებოდა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.
შესაბამისი ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ სერგეი კირიენკომ გაავრცელა.
„დიდი მადლობა დიმიტრი სერგეევიჩს. ის ამ ღამით ლუგანსკიდან დაბრუნდა, სადაც მედიის წარმომადგენლებს, ასევე, ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების პრესსამსახურებს სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა ჩაუტარა“, – განაცხადა კირიენკომ.
როგორც მიმდინარე წლის მაისში თავად პესკოვმა განაცხადა, რუსეთის ოფიციალური პირები დონბასში „ინდივიდუალური გეგმების მიხედვით“ დადიან, რაც „მიზანშეწონილობაზე და აუცილებლობაზე არის დამყარებული“.