ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 09:44 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
8°C clear sky

პესკოვი: უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება ესკალაციას გამოიწვევს

„კიევისთვის 500 კილომეტრის და მეტ დიაპაზონზე მოქმედი რაკეტების მიწოდება დაძაბულობის გამწვავებასა და მორიგ ესკალაციას გამოიწვევს“, – ამის შესახებ კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი იარაღის უკრაინისთვის გადაცემა რუსეთს აიძულებს, რომ „თავისი დაწყებული საქმე გააგრძელოს“.

„მუდმივად იზრდება იმ იარაღის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების დონე, რომელიც გამოიყენება [ომში]. ახლა ჩვენ უკვე ვხედავთ საწყის დისკუსიას, მაგალითად, საფრანგეთიდან, გერმანიიდან 500 კილომეტრზე და მეტ მანძილზე მოქმედების რაკეტების მიწოდებაზე. ეს არის სრულიად განსხვავებული იარაღი. ეს გამოიწვევს დაძაბულობისა და კიდევ ერთ ესკალაციას. ეს კიდევ ერთხელ, ალბათ, გვავალდებულებს ვიყოთ უფრო ძლიერები, მობილიზებულები და გავაგრძელოთ ჩვენი დაწყებული საქმე“, – განაცხადა პესკოვმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები