“ევრაზიის ინსტიტუტის” სატელევიზიო დოკუმენტალისტიკა „ფაშიზმი უკრაინაში და ზელენსკის საკონცენტრაციო ბანაკი“
ფილმში ასახულია უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, ფილმის ავტორი “ევრაზიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე ძირითად აქცენტს, იმ დანაშაულებზე აკეთებს რაც ბოლო წლებში უკრაინის ხელისუფლების მხრიდან სამღვდელოების, კერძოდ მართმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ განხორციელდა.
რცხილაძე ვიდეო მტკიცებულებით ცდილობს საზოგადოებას განუმარტოს იმ საფრთხეების შესახებ, რაც მართმადიდებელი მრევლის ცნობიერების, რწმენის რეგრესსა და შეურაცხყოფას ახდენს.
გულბაათ რცხილაძე მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლინკტის მთავარი მოთავე დასავლეთის ქვეყნები გახლავთ, ხოლო ამჟამინდელი უკრაინის ხელისუფლება მათი მარიონეტული იარაღია.
“ევრაზიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი ასევე მოგვითხრობს უკრაინელი სამხედროების სისასტიკესა და სავარაუდო სამხედრო დანაშაულების შესახებ.
აღნიშნული ვიდეომასალა შეიცავს მძიმე კადრებს, ამიტომ, გთხოვთ, მოარიდოთ ეკრანებს ბავშვები და სუსტი ფსიქიკის ადამიანები.