საფრანგეთში ათი ადამიანი დააკავეს ონლაინ ინფორმაციის გავრცელებისთვის, რომლის თანახმადაც პირველი ლედი ბრიჟიტ მაკრონი მამაკაცია. ინფორმაციას ფრანგული მედია საფრანგეთის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ორშაბათს და სამშაბათს პარიზის სასჯელაღსრულების სასამართლოში ათი ადამიანი წარდგება სასამართლოს წინაშე საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლის ბრიჟიტ მაკრონის წინააღმდეგ კიბერბულინგის საქმეზე, რა დროსაც ის მთელ მსოფლიოში გავრცელებული ყალბი ინფორმაციის სამიზნე გახდა და სადაც ტრანსგენდერ ქალად არის მოხსენიებული“, – აღნიშნულია პარიზის პროკურატურის განცხადებაში.
საგამოძიებო ორგანოს ცნობით, ბრალდებულები 41-დან 60 წლამდე ასაკის არიან. ისინი ეჭვმიტანილები არიან ბრიჟიტ მაკრონის შესახებ მრავალი შეურაცხმყოფელი განცხადების გაკეთებაში, მისი „გენდერის“, „სექსუალობის“ და ქმართან მისი ასაკობრივი სხვაობის „პედოფილიასთან“ გაიგივების შესახებაც კი.