საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის შარლ დე გოლის შვილიშვილმა, პიერ დე გოლმა ევროკავშირი გააკრიტიკა რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ს მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, ევროპაში კრიზისი არავის სჭირდება და მისი ბაბუა „ყოველთვის ცდილობდა რუსეთთან პატივისცემის შენარჩუნებას“.
პიერ დე გოლმა ასევე განაცხადა, რომ ფრანგები „იწყებენ იმის გაგებას“, თუ რა დგას შეერთებული შტატების ქმედებების უკან, რომლებიც „უკრაინის კრიზისს ევროპის დესტაბილიზაციისთვის იყენებენ“.
მისი აზრით, ევროკავშირს და რუსეთს შეუძლიათ შექმნან ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური ალიანსი, მაგრამ ეს ვაშინგტონს არ სჭირდება. ამაზე, მიუთითებს სანქციების რაოდენობა და სიმძიმე, რომლითაც არა მარტო რუსები, არამედ ევროპელებიც ზარალდებიან.
„ევროკავშირიდან და აშშ-დან გეუბნებიან, რომ ამ ყველაფერში რუსები არიან დამნაშავე. დიახ, რუსებმა შეწყვიტეს საწვავის მიწოდება, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენ შევწყვიტეთ მათი ყიდვა. ამიტომ ვამბობ: რუსები არ არიან დამნაშავე, რუსები უბრალოდ იცავენ თავს, რადგან მათ წინააღმდეგ 11000 სანქციაა დაწესებული“, – აცხადებს პიერ დე გოლი.