ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 21, 2024 16:51 საათი

თბილისი

Nov 21 - Thu
Tbilisi, GE
15°C clear sky

პირ­ვე­ლი შეც­დო­მა იყო 2008 წელს, სა­დაც ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ უკ­რა­ი­ნა და სა­ქარ­თვე­ლო ნატო-ს წევ­რე­ბი გახ­დე­ბოდ­ნენ – ან­დერს ფოგ რას­მუ­სენ­ი

ჩვენ შეც­დო­მა მრა­ვა­ლი წლის წინ და­ვუშ­ვით. პირ­ვე­ლი შეც­დო­მა იყო 2008 წელს, სა­დაც ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ უკ­რა­ი­ნა და სა­ქარ­თვე­ლო ნატო-ს წევ­რე­ბი გახ­დე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ ჩვენ ვერ შევ­თან­ხმდით მათ­თვის ე.წ. წევ­რო­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მის მი­ნი­ჭე­ბა­ზე. ამის შე­სა­ხებ ნატო-ს ყო­ფილ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა ან­დერს ფოგ რას­მუ­სენ­მა Foreign Policy-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ზე, რომ პუ­ტი­ნი არ უნდა “და­ვამ­ცი­როთ“, ნატო-ს ყო­ფილ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა ან­დერს ფოგ რას­მუ­სენ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ამ მო­საზ­რე­ბას არ ეთან­ხმე­ბა.

“არა, სრუ­ლი­ად არ ვე­თან­ხმე­ბი. პუ­ტინს დამ­ცი­რე­ბის­გან ვერ ვიხ­სნით. პუ­ტი­ნის­თვის სა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის ფასი გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბის და­მარ­ცხე­ბა. ამი­ტომ ჩემი დას­კვნა არის ის, რომ უკ­რა­ი­ნამ ეს ომი უნდა მო­ი­გოს, რად­გან თუ პუ­ტი­ნი უკ­რა­ი­ნა­ში გა­ი­მარ­ჯვებს, ის არ გა­ჩერ­დე­ბა. ის გა­აგ­რძე­ლებს მოლ­დო­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში და სა­ბო­ლო­ოდ ბალ­ტი­ის­პი­რე­თის სამ ქვე­ყა­ნა­ზე ზე­წო­ლას მო­ახ­დენს. ამი­ტომ უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა უნდა გა­ი­მარ­ჯვონ. მათ აქვს ბრძო­ლის ნება და ჩვე­ნი ვა­ლია, მივ­ცეთ მათ ბრძო­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და რას­მუ­სენ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას, კი­თხვა­ზე, და­უშ­ვა თუ არა ნატო-მ შეც­დო­მა, რო­დე­საც უფრო ადრე არ მი­ი­ღო უკ­რა­ი­ნა ალი­ან­სში, ნატო-ს ყო­ფილ­მა მდი­ვან­მა აღ­ნიშ­ნა, რომ პირ­ვე­ლი შეც­დო­მა მათ 2008 წელს და­უშ­ვეს, როცა უკ­რა­ი­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ალი­ან­სში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა­ზე ვერ შე­თან­ხმდნენ.

“ჩვენ შეც­დო­მა მრა­ვა­ლი წლის წინ და­ვუშ­ვით. პირ­ვე­ლი შეც­დო­მა იყო 2008 წელს, რო­დე­საც ჩვენ ნატო-ს სა­მი­ტი გვქონ­და ბუ­ქა­რეს­ტში, სა­დაც ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ უკ­რა­ი­ნა და სა­ქარ­თვე­ლო ნატო-ს წევ­რე­ბი გახ­დე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ ჩვენ ვერ შევ­თან­ხმდით მათ­თვის ე.წ. წევ­რო­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მის მი­ნი­ჭე­ბა­ზე და ნატო-ს გა­ყო­ფამ პუ­ტინს არას­წო­რი მე­სი­ჯი გა­უგ­ზავ­ნა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე თვე­ში სა­ქარ­თვე­ლოს თავს და­ეს­ხა 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში“, – აღ­ნიშ­ნა რას­მუ­სენ­მა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები