ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 23, 2024 03:53 საათი

თბილისი

Nov 23 - Sat
Tbilisi, GE
9°C clear sky

„პირველ გაზს თურქეთი რუსეთიდან, შავი ზღვის გავლით 2023 წელს მიიღებს“, – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

 შავი ზღვის საბადოებიდან თურქეთში 2023 წელს პირველად დაიწყება რუსეთიდან გაზის მიღება - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთი აპირებს 2023 წელს შავი ზღვის ათი საბადოდან გაზის პირველი მიწოდების დაწყებას, განაცხადა ერდოღანმა ახალი თურქული საბურღი ხომალდის აბდულჰამიდ ჰანის გაშვების ცერემონიაზე, ინფორმაციას თურქული ტელეარხი TNT ავრცელებს.

შავი ზღვის საბადოებში გაზის მარაგი 540 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, ყველაზე დიდი საკარიას საბადოა , რომლის მარაგი 400 მილიარდ კუბურ მეტრს აღემატება. თურქეთი ამ დარგის განვითარებაში 10 მილიარდი დოლარს ჩადებს გეგმავს.

პირველ ეტაპზე საკარიას საბადოზე დღეში 10 მილიონი კუბური მეტრი გაზის (წელიწადში 3,4-4 მილიარდი კუბური მეტრი) წარმოება იგეგმება. 2027-2028 წლებში წარმოება დღეში 40 მილიონ კუბურ მეტრამდე გაიზრდება (15 მილიარდი კუბური მეტრი წელიწადში).

თურქეთმა შავი ზღვის ფსკერზე საკარიას ველამდე 100 კმ მილები გააშენა, რჩება 65 კმ-ის გაყვანა, მათ შორის 2 კმ-მდე სიღრმეზე.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები