ტელეკომპანია სეზონი

დეკემბერი 9, 2022 03:09 საათი

თბილისი

დეკ 9 - პარ
Tbilisi, GE
2°C overcast clouds

პირველი ადამიანი, რომელმაც მიიღო გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის გული, გარდაიცვალა.

მერილენდის უნივერსიტეტის ჰოსპიტალმა გამოაცხადა, რომ 57 წლის დევიდ ბენეტი, პაციენტი, რომელმაც ისტორია დაწერა, როგორც პირველი ადამიანი, რომელმაც მიიღო გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის გული, გარდაიცვალა 8 მარტს ნაშუადღევს. ოპერაცია 7 იანვარს გაკეთდა. რამდენიმე კვირაში გადანერგილი გული ძალიან კარგად ფუნქციონირებდა, უარყოფის ნიშნების გარეშე. თუმცა, რამდენიმე დღის წინ პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა, ნათქვამია საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ვებგვერდზე.
ამავდროულად, ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ოპერაციის შედეგად მიიღეს ფასდაუდებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გენმოდიფიცირებული ღორის გულს შეუძლია კარგად იმუშაოს ადამიანის ორგანიზმში, თუ მისი იმუნური სისტემა “ადეკვატურად დათრგუნულია”, იუწყება რია ნოვოსტი.
„ჩვენ ვრჩებით ოპტიმისტურად და ვგეგმავთ გავაგრძელოთ ჩვენი მუშაობა მომავალ კლინიკურ კვლევებში“, – განაცხადა პროგრამის სამეცნიერო დირექტორმა, დოქტორ მუჰამედ მოჰიუდინმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები