ტელეკომპანია სეზონი

იანვარი 10, 2025 13:15 საათი

თბილისი

Jan 10 - Fri
Tbilisi, GE
7°C clear sky

Politico: დანიის პრემიერს გრენლანდიის თაობაზე ტრამპთან მოლაპარაკება სურს

დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, რომ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან გრენლანდიის თაობაზე გასაუბრება ითხოვა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა, წერს Politico.

დანიის პრემიერის თქმით, ტრამპი მის შეთავაზებას ჯერ არ გამოხმაურებია.

„ჩვენ შევთავაზეთ საუბარი [ტრამპთან] და ველოდები, რომ ეს მოხდება“, – განაცხადა ფრედერიქსენმა და დასძინა, რომ არ ელის, დიალოგი ტრამპის ინაუგურაციამდე, 20 იანვრამდე, გაიმართოს.

ფრედერიქსენმა მოლაპარაკების სურვილი მას შემდეგ გამოთქვა, რაც აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დანიის დაქვემდებარებაში მყოფ გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად სამხედრო, ან ეკონომიკური ძალის გამოყენება არ გამორიცხა.

დანიის პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „გრენლანდია გრენლანდიელებს ეკუთვნის“. მისი თქმით, „არ არსებობს საფუძველი იმის დასაჯერებლად“, რომ მომავალი პრეზიდენტი კუნძულზე შეჭრას გეგმავს და ხაზი გაუსვა ნატოს ორ მოკავშირეს შორის „მჭიდრო თანამშრომლობას“.

ტრამპის განცხადებებს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენიც გამოეხმაურა და თქვა: „შეგიძლიათ სერიოზულად მიიღოთ დონალდ ტრამპი, ისე, რომ არ მიიღოთ იგი სიტყვასიტყვით“. რასმუსენმა ასევე აღნიშნა, რომ დანია გრენლანდიის დამოუკიდებლობის სურვილს „სრულ პატივს სცემს“.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის