რუსეთთან ფრენების აღდგენაზე უარის თქმა, ვიზების შეჩერება ეს ის სცენარია, რომელიც ქართველების მიმართ საპასუხო ზომების მიღებით განვითარდება – სიღრმისეული ანალიზი აჩვენებს, რომ ორმხრივ ურთიერთობაში დაპირისპირების ახალი მექანიზმების შემოტანა იმგვარ პროცესებს გამოიწვევს, რაც საქართველოსთვის წამგებიანი აღმოჩნდება, – ასეთია პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის პასუხი კითხვაზე, რა ფაქტორებისა და გარემოებების გათვალისწინებით შეიძლება გადახედოს საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან არსებულ სავიზო პოლიტიკას.
არსებობს პროფესიონალური უსაფრთხოების სამსახურის რესურსი, რომელიც არ დაუშვებს, რომ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების თემას რაიმე დაუპირისპირდეს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.