ტელეკომპანია სეზონი

ივლისი 14, 2024 05:34 საათი

თბილისი

ივლ 14 - კვი
Tbilisi, GE
22°C clear sky

პოლონეთი არ დაუშვებს, რომ უკრაინულმა მარცვლეულმა წაგვლეკოს – საზღვრებს არ გავხსნით! – მორავეცკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ მიუხედავად ბრიუსელის გადაწყვეტილებისა უკრაინული სასოფლო-სამეურნეო იმპორტის შესახებ, პოლონეთი არ დაუშვებს ქვეყანა „უკრაინულმა მარცვლეულმა წალეკოს“.

„პოლონეთი არ დაუშვებს, რომ უკრაინულმა მარცვლეულმა წაგვლეკოს. რაც არ უნდა იყოს ბრიუსელის ოფიციალური პირების გადაწყვეტილება, ჩვენ საზღვრებს არ გავხსნით“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა.

მან განაცხადა, როდესაც მეზობელ ქვეყანას დახმარება სჭირდებოდა პოლონელებმა მათ „საკუთარი გულები და სახლები გაუღეს“ პოლონელები ასეთები არიან. მაგრამ, დასძინა, როდესაც საქმე ეხება პოლონეთის ინტერესებისთვის ბრძოლას, მთავრობა იძლევა გარანტიას, რომ პოლონელი ფერმერების ინტერესები იქნება დაცული.

„ჩვენ ვეუბნებით არას პოლონეთის სოფლის მეურნეობის ბაზრის შეფერხებას და მომხმარებლებისა და მწარმოებლებისთვის ზიანის მიყენებას. სწორედ ჩვენმა მკაცრმა პოზიციამ შეაჩერა უკრაინული მარცვლეულის იმპორტი ევროკავშირის საერთო ბაზარზე“, – დასძინა მორავეცკიმ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები