ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 23, 2024 04:38 საათი

თბილისი

Nov 23 - Sat
Tbilisi, GE
8°C clear sky

პოლონეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი რუსეთთან და ბელარუსთან სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვას გეგმავენ

პოლონეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი უახლოეს 48-72 საათში რუსეთისგან და ბელარუსისგან სრული იზოლაციის პროცესს დაიწყებენ და სახმელეთო საზღვარს ჩაკეტავენ, – ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მუსტაფა ნაიემი იუწყება.
„გასულ კვირას ჩვენ ოფიციალურად ვთხოვეთ ჩვენს კოლეგებს, შეეწყვიტათ ნებისმიერი საგზაო კომუნიკაცია რუსეთის ფედერაციასთან და ბელარუსის რესპუბლიკასთან. მადლობა ამ ქვეყნების ტრანსპორტის ყველა მინისტრს. პასუხი მყისიერია. ველოდებით საბოლოო შედეგს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აღნიშნული ქვეყნები რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრებს მთლიანად დახურავენ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები