ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 12:34 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
15°C clear sky

პოლონეთის პრემიერი – გერმანია უკრაინას არასაკმარისად ეხმარება

გამოცემა Politico-სთან ინტერვიუში პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ, განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას არასაკმარისად ეხმარება. მორავეცკის თქმით, ბერლინმა უკრაინას ,,მეტი იარაღი, მეტი საბრძოლო მასალა და მეტი ფული” უნდა მისცეს, რადგან გერმანია ევროპის ყველაზე დიდი და მდიდარი ქვეყანაა.

,,ისეთი გულუხვები არ იყვნენ, როგორებიც უნდა ყოფილიყვნენ. ჯერ კიდევ მოვუწოდებ მათ ამისკენ”, – განაცხადა მორავეცკიმ.

პოლონეთის პრემიერმა ინტერვიუში უახლოეს წარსულში გერმანიასა და რუსეთს შორის არსებული მჭიდრო ეკონომიკური კავშირებიც გაიხსენა და აღნიშნა:

,,რუსეთთან მიმართებით, გაზისა და ნავთობის თავისი ძალიან მცდარი პოლიტიკის გამო, ისინი კოლექტიურ პასუხისმგებლობას ატარებენ იმისთვის, რაც ხდება – ენერგეტიკულ ბაზარზე ამ არეულობისთვის”.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები