ტელეკომპანია სეზონი

ოქტომბერი 29, 2025 09:47 საათი

თბილისი

Oct 29 - Wed
Tbilisi, GE
14°C clear sky

პოლონეთში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად სავარაუდოდ, საქართველოს 3 მოქალაქე გარდაიცვალა

პოლონეთში, ქალაქ პოზნანის მახლობლად მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები დაიღუპნენ, – ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახა. ავტობუსში სულ 8 მგზავრი იმყოფებოდა, აქედან სამი გარდაიცვალა, ხუთი კი – დაშავდა. პოლონური მედია სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ გარდაცვლილები, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები არიან.

მომხდარის გარემოებები ზუსტდება.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის