ტელეკომპანია სეზონი

მარტი 29, 2024 13:47 საათი

თბილისი

მარ 29 - პარ
Tbilisi, GE
16°C few clouds

პოლონეთში „ქურდული შეკრება“ სპეცოპერაციით დასრულდა – დაკავებულია ლავასოღლის დაჯგუფების წევრები

პოლონეთში ჩასული ქართველი „კანონიერი ქურდების“ შეკრება დაკავებებით დასრულდა.

ვარშავაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 4 „კრიმინალური ავტორიტეტი“ დააკავეს. რამდენიმე მათგანმა გაქცევა მოახერხა.

დაკავებულებს შორის არიან რამაზ ჯინჭარაძე, ალეკო პავლიაშვილი, სულხან თვალჭრელიძე და მამუკა კვიჟინაძე. ისინი მინდია გორაძის, იგივე ლავასოღლის დაჯგუფების წევრები არიან. თავად გორაძემ ადგილიდან მიმალვა შეძლო.

როგორც ცნობილია, ვარშავაში „კანონიერი ქურდების“ შეკრებას 35 „კრიმინალური ავტორიტეტი“ ესწრებოდა. შეხვედრის მიზანს სხვადასხვა დაჯგუფებას შორის დაპირისპირების მოგვარება წარმოადგენდა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები