ტელეკომპანია სეზონი

ოქტომბერი 31, 2025 20:37 საათი

თბილისი

Oct 31 - Fri
Tbilisi, GE
10°C clear sky

პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს გამარჯვება მიულოცა: მსოფლიოზეც უნდა გავიდეთ, მთავარია მონდომება და ყველაფერს შეძლებთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან და სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძესთან ერთად, საქართველოსა და ბულგარეთის ეროვნული ნაკრებების მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა ფეხბურთელებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„ყველა ძალიან გახარებულია. კალათბურთელებსაც მინდა მივულოცო. მადლობა მინდა გადაგიხადოთ. მსოფლიოზეც უნდა გავიდეთ, მთავარია მონდომება და ყველაფერს შეძლებთ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა „დინამო არენაზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის