ტელეკომპანია სეზონი

აგვისტო 16, 2025 06:10 საათი

თბილისი

Aug 16 - Sat
Tbilisi, GE
20°C scattered clouds

პრემიერი გახარიას და „ლელოს“ წარმომადგენლების ბერლინში შეხვედრაზე: კაცი გაპარულია, იქ ჩააკითხეს, ჰქონდათ მოლაპარაკებები, სერიოზულიც არ არის ეს ყველაფერი, ეს სრულიად არაჯანსაღი ოპოზიცია უნდა ჩანაცვლდეს ჯანსაღი პოლიტიკური ძალებით

ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული, რაც მთლიანობაში ძალიან კარგია, ჯანსაღი მიმართულებით ვითარდება პროცესები, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

პრემიერ-მინისტრმა გახარიას და „ლელოს“ პარტიის ლიდერების ბერლინში შეხვედრასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად აღნიშნა, რომ ცოტა სასაცილო მდგომარეობაში არის ოპოზიცია.

„კაცი გაპარულია, იქ ჩააკითხეს, იქ ჰქონდათ მოლაპარაკებები. სერიოზულიც არ არის ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული, რაც მთლიანობაში ძალიან კარგია, ჯანსაღი მიმართულებით ვითარდება პროცესები. საბოლოოდ, ეს სრულიად არაჯანსაღი ოპოზიცია უნდა ჩანაცვლდეს ჯანსაღი პოლიტიკური ძალებით. ამ ეტაპზე სწორედ ამ მიმართულებით წარიმართება პროცესები“, – განაცხადა პრემიერმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის