ტელეკომპანია სეზონი

დეკემბერი 3, 2024 20:39 საათი

თბილისი

Dec 3 - Tue
Tbilisi, GE
2°C clear sky

პრემიერი: საქართველოსა და საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება მტკიცე საფუძველს უყრის ორ ქვეყანას შორის უფრო მყარი და კონსოლიდირებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას

თქვენო უმაღლესობავ, მოგესალმებით. მოხარული ვარ, რომ ხელი მოეწერება საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას (“CEPA”), – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების (“CEPA”) ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს შეთანხმება მტკიცე საფუძველს უყრის საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის უფრო მყარი და კონსოლიდირებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.

„ეს შეთანხმება მტკიცე საფუძველს უყრის ჩვენს ორ ქვეყანას შორის უფრო მყარი და კონსოლიდირებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, როგორც ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოსთან, ურთიერთობათა განმტკიცება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. არაბთა გაერთიანებული საამიროები ყოველთვის იდგა ინოვაციისა და პროგრესის სათავეებთან, რაც მომავლის იმედისა და ოპტიმიზმის მნიშვნელოვანი საწინდარია.

მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, მის უმაღლესობას − შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს იმ ფასდაუდებელი წვლილისთვის, რაც მან შეიტანა ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებაში.

მე ასევე მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, თქვენო უმაღლესობავ, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ეს ახალი ეტაპი, ხელს შეუწყობს ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებასა და გამარტივებას. დიდი მადლობა, გილოცავთ!“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და დუბაის საამიროს მმართველმა − შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმმა აღნიშნა, რომ გაფორმებული შეთანხმება ახალი საეტაპო მოვლენა იქნება არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს ურთიერთობებში.

„მოგესალმებით, თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს პრემიერ-მინისტრო, ბატონო ირაკლი ღარიბაშვილო!

მიხარია, რომ დღეს ხელი ეწერება შეთანხმებას ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ, რომელიც ახალი საეტაპო მოვლენა იქნება არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს ურთიერთობებში.

მისი აღმატებულება შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანის ლიდერობით არაბთა გაერთიანებული საამიროები ყოველთვის იღვწის ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებისა და მდგრადი განვითარებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი შეთანხმება სამომავლოდ ბევრ შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ქვეყნებს. დიდი მადლობა!“,- განაცხადა არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და დუბაის საამიროს მმართველმა − შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმმა.

ცერემონიაში, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიმართა, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრებმა მონაწილეობა ვირტუალურად მიიღეს.

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას (“CEPA”) ხელი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა − ლევან დავითაშვილმა და საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა − თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდმა მოაწერეს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები