ტელეკომპანია სეზონი

ივნისი 7, 2025 22:05 საათი

თბილისი

Jun 7 - Sat
Tbilisi, GE
20°C clear sky

პრეზიდენტ ტრამპს მიაჩნია, რომ ტარიფებთან დაკავშირებით ბურთი ჩინეთის მოედანზეა

თეთრი სახლის სპიკერის, ქეროლაინ ლევიტის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომის მოგვარების საკითხის თაობაზე ბურთი ახლა პეკინის მოედანზეა. ამის შესახებ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ბურთი ჩინეთის მოედანზეა. ჩინეთმა უნდა დადოს გარიგება ჩვენთან. ჩვენ არ გვჭირდება მათთან გარიგება, – ხაზგასმით აღნიშნა. ჩინეთს სურს ის, რაც ჩვენ გვაქვს, მარტივად რომ ვთქვათ ჩვენი ფული სურს,“ – განაცხადა ლევიტმა.

როგორც ლევიტმა აღნიშნა, ტრამპი  ღია ჩინეთთან შეთანხმებისთვის.

„ამიტომ, ჩინეთმა უნდა დადოს შეთანხმება ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, – დასძინა ქეროლაინ ლევიტმა.

ცნობისთვის, აშშ-მა, შესაძლოა, ჩინეთისთვის ტარიფი 245%-მდე გაზარდოს. ინფორმაცია ამის შესახებ თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის