ტელეკომპანია სეზონი

ივლისი 25, 2025 23:04 საათი

თბილისი

Jul 25 - Fri
Tbilisi, GE
28°C broken clouds

პროვოკაციები გაგრძელდება, შეეცდებიან შექმნან აგრესიული საარჩევნო გარემო – კობახიძე

„სამწუხაროდ, მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით,  გვაქვს მოლოდინი, რომ პროვოკაციები გაგრძელდება მომავალშიც“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, ოპოზიცია აგრესიული საარჩევნო გარემოს შექმნას შეეცდება.

„იმ პირობებში, როდესაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ანუ  ყველა მათი პარტია ერთად 30% ვერ აგროვებს, ისინი ორმაგად არიან, რა თქმა უნდა, მოტივირებული, მოაწყონ პროვოკაციები ლიბერალური ფაშიზმის ტექნოლოგიების გამოყენებით. შეეცდებიან შექმნან აგრესიული საარჩევნო გარემო, თუმცა ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს“, – აცხადებს პრემიერი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის