ტელეკომპანია სეზონი

სექტემბერი 14, 2024 15:28 საათი

თბილისი

სექ 14 - შაბ
Tbilisi, GE
28°C clear sky

პუტინი და ალიევი ტანკერების ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ

რუსეთი და აზერბაიჯანი ნავთობის ტრანსპორტირებისთვის ტანკერებს ერთობლივად ააშენებენ. ამის შესახებ ბაქოში მყოფმა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას rbc.ru ავრცელებს.

„რუსეთის გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაცია ბაქოს გემთმშენებელ ქარხანასთან ერთად მდინარე-ზღვის კლასის თანამედროვე ტანკერების გამოშვებას დაიწყებს ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების მიზნით,“ – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისი თქმით, ამ ტანკერების გამოყენება კასპიის და აზოვი-შავი ზღვის მარშრუტებზე მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების მიწოდების გაზრდის შესაძლებლობას შექმნის.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსული კომპანიები, მათ შორის „ლუკოილი“ და „კამაზი“ აზერბაიჯანულ ბაზარზე წარმატებით საქმიანობენ. გარდა ამისა, „ტრანსმაშჰოლდინგმა“ მორიგი კონტრაქტი გააფორმა ბაქოს მეტროსთვის რუსული ვაგონების პარტიის მიწოდებაზე.

როგორც რუსეთის დელეგაციის წევრმა, ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა, მოსკოვი და ბაქო ახლა ნავთობის და გაზის ახალ პროექტებს განიხილავენ, მათ შორის კასპიის ზღვის შელფზე, ასევე ავითარებენ თანამშრომლობას ელექროენერგეტიკის სფეროში.

ვლადიმერ პუტინი ბაქოში ოფიციალური ორდღიანი ვიზიტით 18 აგვისტოს ჩავიდა. ეს პუტინის მეორე ვიზიტია აზერბაიჯანის დედაქალაქში ბოლო 1 თვის განმავლობაში.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები