ინდონეზიის პრეზიდენტ ჯოკო ვიდოდოს თქმით, მას „ძლიერი განცდა“ აქვს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მომავალ კვირას ბალიში G20-ის სამიტზე მივა. ამის შესახებ RBC Financial Times-ზე დაყრდნობით იუწყება.
ვიდოდომ, ასევე, აღნიშნა, რომ პუტინს ესაუბრა, მაგრამ თითქმის დარწმუნებულია, რომ ღონისძიებაზე არ იქნება.
მანამდე კი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მონაწილეობას მიიღებს G20-ის სამიტზე, მაგრამ ფორმატი ჯერ დადგენილი არ არის.
მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა ოლეგ ნიკიფოროვმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკის G20-ის სამიტში მონაწილეობის მიღების შესახებ ჯერ არ არის მიღებული.