რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სანქტ-პეტერბურგში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ორმხრივ შეხვედრას მართავს. ამის შესახებ პროსამთავრობო „რია ნოვოსტი“ იტყობინება.
კრემლის ლიდერმა განაცხადა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა დადებითად ვითარდება, მაგრამ ახლა მთავარი საკითხი ყარაბაღში სიტუაციის დარეგულირებაა.
ფაშინიანი სანკტ-პეტერბურგში დსთ-ის ლიდერების არაფორმალურ სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.
„გასულ კვირას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რუსი სამშვიდობოები არ ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს ლაჩინის დერეფნის კონტროლთან დაკავშირებით. თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსული კონტინგენტი აშკარად ასრულებს თავის ამოცანებს, მაგრამ სიტუაცია ძალიან რთულია“, – წერს რუსული მედია.