ტელეკომპანია სეზონი

სექტემბერი 10, 2025 14:14 საათი

თბილისი

Sep 10 - Wed
Tbilisi, GE
22°C light rain

პუტინი ყარაბაღის კონფლიქტზე – ეს კონფლიქტი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება, ამიტომ ის ოდესმე უნდა დასრულდეს

სოჭში, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა დაიწყო. მოლაპარკებები ყარაბაღის კონფლიქტს ეხება.

„ეს კონფლიქტი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება, ამიტომ ის ოდესმე უნდა დასრულდეს. მე ვეთანხმები ამას. ვიცი, რომ თქვენ გაქვთ ამის პოლიტიკური ნება და ჩვენ მას ყველანაირად ვუჭერთ მხარს. მე და თქვენ ახლა, შემდეგ კი სამმხრივ ფორმატში, უნდა ვიპოვოთ ძირითადი პუნქტები, რომლებიც მოგვცემს წინსვლის საშუალებას“ – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა ფაშინინთან შეხვედრისას.

შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სოჭში ვლადიმერ პუტინთან სამმხრივ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის