ტელეკომპანია სეზონი

სექტემბერი 1, 2025 16:09 საათი

თბილისი

Sep 1 - Mon
Tbilisi, GE
36°C clear sky

პუტინი: რუსეთი მხარს უჭერს სი ძინპინის ინიციატივას გლობალური მმართველობის ახალი სისტემის შექმნის შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მხარს უჭერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის, სი ძინპინის წინადადებას გლობალური მმართველობის ახალი სისტემის ჩამოყალიბების შესახებ. განცხადება გაკეთდა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (შოს) გაფართოებული ფორმატის – „შოს+“ – სხდომაზე, რომელიც ჩინეთის ქალაქ ტიანძინში გაიმართა.

პუტინმა აღნიშნა, რომ შოს-ის 2001 წელს შექმნის დღიდან ორგანიზაცია მიზანმიმართულად მუშაობს მშვიდობის, უსაფრთხოების, ნდობისა და თანამშრომლობის გარემოს ფორმირებაზე ევრაზიის კონტინენტზე.

„ამ კონტექსტში ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით მოვუსმინეთ ბატონ სი ძინპინის წინადადებებს, რომლებიც მიმართულია ახალი, უფრო ეფექტური და ფუნქციური გლობალური მმართველობის სისტემის შექმნისკენ. ეს განსაკუთრებით აქტუალურია იმ ვითარებაში, როდესაც რიგი ქვეყნები კვლავ ცდილობენ საერთაშორისო საქმეებში დიქტატის შემოღებას. რუსეთი მხარს უჭერს ჩინეთის თავმჯდომარის ინიციატივას და დაინტერესებულია, რომ ჩვენს ჩინელ მეგობრებთან ერთად კონკრეტული განხილვა დაიწყოს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინის თქმით, სწორედ შოს-ს შეუძლია წამყვანი როლის აღება უფრო სამართლიანი და თანასწორი გლობალური მმართველობის სისტემის ფორმირებაში. მისი განცხადებით, ახალი სისტემა უნდა დაფუძნდეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და გაეროს ქარტიის ძირითად დებულებებზე, იყოს ბალანსირებული და მოიცავდეს ქვეყნების ფართო სპექტრის ინტერესებს, რაც მათ უზრუნველყოფს მდგრადი განვითარების და უსაფრთხოების რეალური შესაძლებლობებით.

რუსეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ „შოს+“-ის ფორმატის ფარგლებში განიხილება ათზე მეტი სახელმწიფოს განაცხადი, რომლებიც ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში ჩართვას ითხოვენ.

31 აგვისტოს ვლადიმერ პუტინი ტიანძინში ჩავიდა, სადაც მონაწილეობა მიიღო შოს-ის წევრი ქვეყნების ლიდერთა საბჭოსა და გაფართოებული ფორმატის სხდომებში. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მან ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს ალასკაზე გამართული სამიტის შედეგების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის