უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინი საინფორმაციო ბუშტშია, რომელსაც წლების განმავლობაში თავად ქმნიდა.
„ხალხის გარდა, არაფრის არ მეშინია, მაგრამ ფაქტია, რომ თუ ის სერიოზულად უყურებს ამ განცხადებას {განცხადებები ნეონაცისტების შესახებ}, მას შეუძლია ძალიან საშინელი ნაბიჯების გადადგმა. თუ მას {ვლადიმერ პუტინს} მიაჩნია, რომ მისი მისიაა ჩვენი ტერიტორიის დაპყრობა და თუ ხედავს ჩვენს ქვეყანაში ნეონაცისტების ნიშნებს, მაშინ ჩნდება ბევრი კითხვა, კიდევ რისი გაკეთება შეუძლია მას თავისი ამბიციებისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც უკრაინული მედია UNIAN წერს, ამერიკულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში ვლადიმერ ზელენსკიმ თქვა, რომ არის კომპრომისები, რომლებზეც უკრაინა პუტინთან მოლაპარაკებებში ვერ წავა.