საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფონდისა (ФОМ) და რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის (ВЦИОМ) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რუსეთის მოქალაქეთა 80% პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ენდობა.
ორივე ორგანიზაცია ტრადიციულად სვამს კითხვას რესპონდენტებისადმი — ენდობიან თუ არა ისინი ქვეყნის პრეზიდენტს.
ВЦИОМ-ის გამოკითხვაში დადებითად უპასუხა 79,2%-მა, ხოლო ФОМ-ის კვლევის მიხედვით — 80%-მა მონაწილემ.
კვლევის ფარგლებში ასევე დადგინდა, როგორ აფასებენ მოქალაქეები პუტინის საქმიანობას სახელმწიფოს მეთაურის რანგში.
პრეზიდენტის მუშაობას დადებითად აფასებს ВЦИОМ-ის გამოკითხულთა 76,5% და ФОМ-ის გამოკითხულთა 82%.
აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირის განმავლობაში პუტინის მიმართ ნდობის მაჩვენებელი გაიზარდა. 15 აგვისტოს მონაცემებით, ორივე ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი 78%-ს შეადგენდა.