ტელეკომპანია სეზონი

იანვარი 30, 2025 02:00 საათი

თბილისი

Jan 30 - Thu
Tbilisi, GE
-1°C clear sky

პუტინის თანაშემწე – ლონდონი „ასწლიანი შეთანხმებით“ უკრაინის ტერიტორიაზე საკუთარი კოლონიის შექმნას ცდილობს

კრემლის ლიდერის თანაშემწის, ნიკოლაი პატრუშევის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი, რომელმაც დადო შეთანხმება „ასწლიანი პარტნიორობის“ შესახებ კიევის „რეჟიმთან“, ცდილობს შექმნას საკუთარი კოლონია უკრაინის ტერიტორიაზე. ამის შესახებ მან რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„კიევსა და ლონდონს შორის „ასწლიანი პარტნიორობის“ შესახებ შეთანხმების დადებით, ინგლისი ცდილობს შექმნას საკუთარი ახალი კოლონია წარუმატებელი უკრაინის ტერიტორიაზე“, – აცხადებს პატრუშევი.

პატრუშევის თქმით, „ამ დოკუმენტით ნისლიანი ალბიონი ცდილობს დაფაროს საერთაშორისო სამართლის დემონსტრაციული უგულებელყოფის არაპრინციპული პოლიტიკა“.

„ისინი ასევე ადასტურებენ კიევის ნეონაცისტური რეჟიმის სრულ მხარდაჭერას“, – აცხადებს პუტინის თანაშემწე.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის