ვლადიმერ პუტინის რუსეთის მთავრობა უფრო იზოლირებულია, ვიდრე საბჭოთა პერიოდის კრემლის რეჟიმი. ამის შესახებ შეერთებული შტატების 44-ე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა.
ის შეშფოთებულია, რომ თეთრ სახლსა და კრემლს შორის კომუნიკაციის ხაზები დიდი ხნის განმავლობაში ძალიან სუსტი იყო.
„ვფიქრობ, ახლა ჩვენ საქმე გვაქვს რუსული რეჟიმის ტიპთან, რომელიც რეალურად არის კიდევ უფრო ცენტრალიზებული, კიდევ უფრო იზოლირებული და დახურული. ვფიქრობ, პუტინმა გააძლიერა გადაწყვეტილების მიღების პროცესი ისეთი ხარისხით, როგორიც საბჭოთა პერიოდშიც კი არ გვინახავს“, – აღნიშნა ობამამ.
მისი თქმით, ცივი ომის რამდენიმე დაძაბულ მომენტშიც კი, არსებობდა აზრი, რომ ორივე მხარეს შეეძლო ტელეფონის აღება და დიპლომატიური არხებით მუშაობა და „მკაფიო სიგნალების“ გაგზავნა.