ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 20, 2024 15:27 საათი

თბილისი

აპრ 20 - შაბ
Tbilisi, GE
28°C scattered clouds

პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც დივერსიისთვის უვადო პატიმრობას ითვალისწინებს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს და ფედერაციის საბჭოს საშემოდგომო სესიის დასკვნითი შეხვედრების შემდეგ ბოლო ორი დღის განმავლობაში 92 კანონს ხელი მოაწერა.

ამასთან, პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც დივერსიისთვის სასჯელს ამკაცრებს და უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უფრო კონკრეტულად კი, დივერსიის წახალისება და დაფინანსება 8-იდან 15 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დივერსიის ხელშეწყობა ისჯება 10-იდან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

კანონის ერთ-ერთმა ავტორმა, სახელმწიფო სათათბიროს უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომიტეტის ხელმძღვანელმა ვასილი პისკარევმა განაცხადა, რომ 2022 წელს დივერსიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.

პისკარევმა უვადო თავისუფლების აღკვეთას „სავსებით გამართლებული“ უწოდა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები