ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 21, 2024 16:29 საათი

თბილისი

Nov 21 - Thu
Tbilisi, GE
16°C clear sky

პუტინმა მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივების პირობები დაასახელა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი გაახანგრძლივებს მარცვლეულის შეთანხმებას, როდესაც ქვეყნისთვის ადრე მიცემული დაპირებები შესრულდება.

პუტინის თქმით, მარცვლეულის შეთანხმების ფარგლებში, დღემდე რუსეთის ინტერესებთან დაკავშირებული არცერთი პუნქტი არ შესრულებულა.

კერძოდ, მან განაცხადა, რომ ერთ-ერთი პირობაა „როსსელხოზბანკის“ SWIFT-თან დაკავშირება. ეს, პუტინის თქმით, რუსული პროდუქციის საფასურის გადახდისას ფულის მოძრაობას უკავშირდება.

მანამდე სააგენტო Reuters-მა წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სთავაზობს გაახანგრძლივოს მარცვლეულის შეთანხმება ერთ-ერთი სანქცირებული რუსული ბანკის SWIFT-თან დაკავშირების სანაცვლოდ.

გაეროს გენერალური მდივნის სპიკერის, სტეფან დუჟარიკის ინფორმაციით, გუტერეშმა ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა, თუმცა მან დამატებით დეტალებზე კომენტარი არ გააკეთა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები