„ჩვენ გვჯერა, რომ პუტინს დეზინფორმაციას აწვდიან რუსეთის სამხედრო მოქმედებების შესახებ“, – ამის შესახებ ამერიკელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა „სიენენთან“ განაცხადა.
„ჩვენ გვჯერა, რომ პუტინს მისი მრჩევლები დეზინფორმაციას აწვდიან რუსეთის სამხედრო მოქმედებების და სანქციების შესახებ, რომელიც გავლენას ახდენს რუსეთის ეკონომიკაზე, რადგან მის უფროს მრჩევლებს ძალიან ეშინიათ პუტინისთვის სიმართლის თქმა“, – აღნიშნა ამერიკელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ოფიციალურმა პირმა დასძინა, რომ აშშ-ს აქვს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ პუტინმა შეიტყო დეზინფორმაციის შესახებ, რამაც გამოიწვია განხეთქილება პუტინსა და თავდაცვის მაღალჩინოსნებს შორის.
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ პუტინი შეცდომაში შეჰყავთ. ახლა არის მუდმივი დაძაბულობა პუტინსა და თავდაცვის სამინისტროს შორის, რაც გამოწვეულია პუტინის უნდობლობით თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის მიმართ“, – განაცხადა ამერიკელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.