ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 20, 2025 06:06 საათი

თბილისი

Apr 20 - Sun
Tbilisi, GE
11°C overcast clouds

„პუტინს მშვენივრად შევეწყვე, მოვწონდი და მეც მომწონდა, ის ქარიზმატული და ამაყი კაცია, მას თავისი ქვეყანა უყვარს“ – დონალდ ტრამპი

შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა აიძულა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, უკრაინაში შეჭრილიყო.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინა-რუსეთის ომი არ მოხდებოდა, ის რომ ყოფილიყო აშშ-ის პრეზიდენტი.

„რეალურად, ისინი დასცინოდნენ მას {პუტინს}, თუ ამ ყველაფერს ყურადღებით დააკვირდებით. ჩვენმა ქვეყანამ და ე.წ ხელმძღვანელობამ პუტინს დასცინა. მათი სულელური რიტორიკის ფონზე ვიტყოდი, რომ პუტინს უკრაინაში შეჭრა თითქმის აიძულეს… პუტინს ძალიან კარგად ვიცნობდი, მას მშვენივრად შევეწყვე. ვფიქრობ, მოვწონდი და მეც მომწონდა. ის ქარიზმატული და ამაყი კაცია და მას თავისი ქვეყანა უყვარს“, – განაცხადა ტრამპმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის