თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, უკრაინა და რუსეთი 200 პატიმრის გაცვლაზე შეთანხმდნენ.
„უზბეკეთში მე შევხვდი პრეზიდენტ პუტინს და ჩვენ გვქონდა ძალიან ვრცელი დისკუსია მასთან. მე გავაცნობიერე, რომ ისინი სინამდვილეში ცდილობენ, დაასრულონ ეს რაც შეიძლება მალე. მაგალითად, ამ ეტაპზე მიღწეულია შეთანხმება 200 ტყვეს გაცვლასთან დაკავშირებით. ეს არის კარგი განვითარება, რადგან ამით გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ამჟამად მაღალჩინოსნები ამ საკითხის ტექნიკურ ნაწილს აგვარებენ“, – განაცხადა ერდოღანმა.
ამავდროულად, თურქეთის ლიდერს ჰკითხეს, უნდა შეინარჩუნოს თუ არა რუსეთმა თებერვლიდან უკრაინაში მიტაცებული ტერიტორიის ნაწილი.
„როდესაც ვსაუბრობთ ურთიერთშეთანხმებაზე, სწორედ ამას ვგულისხმობთ. თუ უკრაინაში მშვიდობა დამყარდება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი გახდება იმ მიწის დაბრუნება, რომელზედაც შეიჭრნენ. ეს არის ის, რაც მოსალოდნელია. ეს არის სასურველი. პუტინი გარკვეულ ნაბიჯებს დგამს, ჩვენ გარკვეულ ნაბიჯებს ვდგამთ,მიწები, რომლებშიც შეიჭრნენ, უკრაინას დაუბრუნდება“, – აღნიშნა ერდოღანმა.