ყოფილი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც ბახმუტთან დაღუპულ 5 ქართველ მებრძოლს ეხება.
„ქართული ლეგიონის არცერთი მებრძოლი უკრაინაში არაა „მოტყუებული“. ისინი გმირები არიან. რამდენად მცირე პატივისცემა გააჩნია საქართველოს პრემიერ-მინისტრს საკუთარი ხალხისადმი, რომ ივარაუდოს, თითქოს მათ სიმართლე არ იციან? ასევე, რას იტყვი რუსეთზე?“ – წერს კინზინგერი.
ცნობისთვის, ღარიბაშვილმა განაცხადა: „მინდა, ყველას შევახსენო, რომ ეს ადამიანები, ეს ე.წ. ომის პარტია და გამყიდველების პარტია, შეიძლება ასე ითქვას პირდაპირ და რატომ ამას კარგად ავხსნი – დღიდან ომის დაწყებისა უკრაინაში, ცდილობდნენ და ცდილობენ გარკვეული პროვოკაციების მოწყობას, მათი ორგანიზებულია ახლაც, სამწუხაროდ, ეს ჩვენი თანამოქალაქეები მიჰყავთ ომის პარტიის წარმომადგენლებს უკრაინაში, მათი არაერთი პროვოკაცია იქნა არიდებული თავიდან ჩვენი მთავრობის მიერ“.