ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 23:24 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
12°C clear sky

“ქართულმა სპეცსამსახურებმა თვითონვე მისცეს იარაღი, თვითონ გაგზავნეს და მერე თვითონვე ჩახოცეს!”- უმარ იდიგოვი

“რაც სა­ა­კაშ­ვილ­მა და მის­მა “კა­მან­დამ” გა­ა­კე­თა და რა­ზეც მე გე­ლა­პა­რა­კეთ, მხო­ლოდ და­სა­წყი­სია. მე ვა­პი­რებ ყვე­ლა­ფე­რი ვთქვა ფაქ­ტე­ბი­თა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით”, – აღნიშნული განცხადება “რე­ზო­ნანსთან” სა­უბ­რი­სას იჩ­ქე­რი­ის პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ჯო­ხარ დუ­და­ე­ვის დის­შვი­ლმა უმარ იდი­გო­ვმა გააკეთა.

ეს სპე­ცო­პე­რა­ცია იყო მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი რეკ­ლა­მა და სხვა არა­ფე­რი. პრე­ზი­დენ­ტმა სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­ში ამ სპე­ცო­პე­რა­ცი­ით პო­ლი­ტი­კუ­რი პი­ა­რი გა­ი­კე­თა“, – იდიგოვი

– პან­კი­სი სა­ქარ­თვე­ლოს საკ­მა­ოდ ღა­რი­ბი კუ­თხეა. იქ ელე­მენ­ტა­რუ­ლი არ­სე­ბო­ბის­თვის თით­ქმის არა­ფე­რი არ­სე­ბობს. ხალ­ხი აქ ძა­ლი­ან ღა­რი­ბუ­ლად ცხოვ­რობს და თავი მხო­ლოდ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბით გა­აქვთ. ეს სა­წყა­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი ევ­რო­პა­ში მი­დი­ან იმის­თვის, რათა არ მო­ი­პა­რონ, არ იშიმ­ში­ლონ… ისი­ნი ნამ­დვი­ლად, ანუ ის­ტო­რი­უ­ლად, ჩეჩ­ნე­ბი არი­ან, ხაზ­გას­მით ვამ­ბობ, რომ ჩვენ­ზე უკეთ იცი­ან ჩეჩ­ნუ­რი ენის გრა­მა­ტი­კა. ამ სა­წყლებს ქარ­თუ­ლი მხა­რე შეჰ­პირ­და ჩეჩ­ნეთ­ში გა­დაყ­ვა­ნას. სპე­ცი­ა­ლუ­რად ამი­სათ­ვის მის­ცეს ია­რა­ღი, მერე კი ად­რე­ვე და­უ­ნაღ­მეს გზა და ალ­ყა­ში მო­აქ­ცი­ეს. სრო­ლაც აუ­ტე­ხეს… ქარ­თუ­ლი მხრი­დან და­ი­ღუ­პა 12 კაცი. მათ შო­რის ექი­მი და მეგ­ზუ­რი ოფი­ცე­რი, რომ­ლე­ბიც მათ ქარ­თუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­მო­ა­ყო­ლეს, თვი­თონ­ვე მოკ­ლეს, რომ მოწ­მე არ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. მა­ნამ­დე კი ამ სა­ცო­და­ვებს ადრე, მა­ის­ში დაჰ­პირ­დნენ ჩეჩ­ნეთ­ში გა­დაყ­ვა­ნას და აი, რით დამ­თავ­რდა ყვე­ლა­ფე­რი. ანუ არა­ნა­ი­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბა მძევ­ლე­ბის გაც­ვლის შე­სა­ხებ არ ყო­ფი­ლა; ეს იყო სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პი­ა­რი. ამი­სათ­ვის გა­ი­მე­ტეს სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სი­ცო­ცხლე. არა­ნა­ი­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბა და კო­რი­დო­რი არ იყო! და­მერ­წმუ­ნეთ, ყო­ვე­ლი­ვე ამის შე­სა­ხებ ჩემ­ზე უკეთ არა­ვინ იცის. მე ძა­ლი­ან ბევ­რი რამ გა­მოვ­ცა­დე სა­კუ­თარ თავ­ზე.

– თქვენ “მე-9 არხთან” სა­უბ­რი­სას კონ­კრე­ტუ­ლად ყო­ფილ მი­ნის­ტრზე, ბაჩო ახა­ლა­ი­ა­ზე სა­უბ­რობ­დით. რომ თით­ქოს ის დახ­ვდა აე­რო­პორ­ტში ბი­ჭებს…

– დიახ, მან, ბაჩო ახა­ლა­ი­ამ მის­ცა ია­რა­ღი. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი, რაც სა­ა­კაშ­ვილ­მა და მის­მა “კა­მან­დამ” გა­ა­კე­თა და რა­ზეც მე გე­ლა­პა­რა­კეთ, მხო­ლოდ და­სა­წყი­სია. მე ვა­პი­რებ ყვე­ლა­ფე­რი ვთქვა ფაქ­ტე­ბი­თა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით. თუ ვინ ჩა­მო­იყ­ვა­ნა ისი­ნი ავ­სტრი­ი­დან, ვინ შეხ­ვდა მათ აე­რო­პორ­ტში, ვინ “და­აკ­ვა­ლი­ა­ნა” – ყვე­ლა­ფერს, ყვე­ლა­ფერს ნა­თელს მოვ­ფენ.

ბა­ტონ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა თქვა, რომ ამის შე­სა­ხებ მას ცოტა ინ­ფორ­მა­ცია აქვს. ამი­ტო­მაც მე მას ყვე­ლა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია უკვე მი­ვა­წო­დე.

თუკი ვინ­მეს ეჭვი ეპა­რე­ბა ამა­ში, შე­ა­მოწ­მონ ყვე­ლა­ფე­რი – ვინ მო­ვი­და, ვინ წა­ვი­და, ვინ და­რე­კა, რა­ტომ მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი… მინ­და ხაზ­გას­მით გან­ვა­ცხა­დო, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი მე­რა­ბიშ­ვი­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო, ეს არ მოხ­დე­ბო­და.

– რა­ტომ ფიქ­რობთ ასე?

– არა, ვანო პო­ლი­ტი­კუ­რი პი­ა­რის­თვის ასეთ რა­მეს არ გა­ა­კე­თებ­და. ბაჩო და დათა ახა­ლა­ი­ებ­მა კი გა­ა­კე­თეს.

– კი მაგ­რამ, პო­ლი­ტი­კუ­რი პი­ა­რის­თვის ამ­დე­ნი ხალ­ხის და­ხოც­ვა ცოტა უც­ნა­უ­რად არ მო­ჩანს? რა­ტომ უნდა გა­ე­რის­კათ ასე?

– მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მხო­ლოდ ის იყო, “რო­გორ და­იც­ვა სა­ა­კაშ­ვილ­მა ხე­ო­ბა ტე­რო­რის­ტე­ბის­გან” და “რო­გორ მო­ი­გეს”. მათ იფიქ­რეს, რომ პან­კის­ში ჩვენს ძმებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ი­ფა­რე­ბო­და და ვერ გამ­ჟღავ­ნდე­ბო­და. აკი ამი­ტო­მაც და­ხო­ცეს მოწ­მე­ე­ბი.

– თუმ­ცა დარ­ჩა ახ­მედ ჩა­ტა­ე­ვი, იგი­ვე “ცალ­ხე­ლა ახ­მე­და”…

– ახ­მედ ჩა­ტა­ე­ვი დაჭ­რის მერე ტყვედ აიყ­ვა­ნეს. მას სჭირ­დე­ბო­და სამ­ხედ­რო ქი­რურ­გის დახ­მა­რე­ბა და ფეხი მოჰ­კვე­თეს, მერე კი ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­მა­ლეს. მას სი­ა­რუ­ლი ისე­დაც არ შე­ეძ­ლო. თვი­თონ მი­ვი­და სამ­ხედ­რო­ებ­თან. ახლა ის ისევ ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­შია. სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­აჭ­რეს ფეხი, რათა ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წო­ლი­ლი­ყო და არ­ჩევ­ნე­ბამ­დე არ ალა­პა­რა­კე­ბუ­ლი­ყო. რო­გორც ჩანს, ამ სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი ღმერ­თმა და­სა­ჯა კი­დეც – მათ მი­ი­ღეს ცო­ცხე­ბი ცი­ხე­ში.

– და რა­ტომ დუ­მან და­ღუ­პუ­ლე­ბის, სპე­ცო­პე­რა­ცი­ას შე­წი­რუ­ლი ბი­ჭე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი? პან­კი­სე­ლებს ვგუ­ლის­ხმობ.

– ვინ გი­თხრათ, რომ ჩუ­მად არი­ან?! რა­ტომ არ მო­დი­ან პან­კის­ში ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი? მო­ვიდ­ნენ და ყვე­ლა ყვე­ლა­ფერს იტყვის. ადა­მი­ა­ნე­ბი და­ხო­ცეს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პი­ა­რის­თვის! ქარ­თულ­მა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა თვი­თონ მის­ცეს ია­რა­ღი, თვი­თონ გაგ­ზავ­ნეს და მერე თვი­თონ­ვე და­ხო­ცეს! არა­და, არა­ვის გა­უზ­რდია შვი­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და მისი სა­არ­ჩევ­ნო პი­ა­რის­თვის. ჩა­მო­დით! არა­ვინ არ არის ჩუ­მად. სხვა­თა შო­რის, პან­კის­ში “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ” არ­ჩევ­ნე­ბი­სას 8 000 ხმა მი­ი­ღო, “ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ” – 19. არა­და, სა­ა­კაშ­ვი­ლი აქ ყო­ველ­თვის ხმე­ბის 100%-ს იღებ­და… სხვას, ამის მეტს, რაც გი­თხა­რით, ვე­ღა­რა­ფერს გე­ტყვით. და­ნარ­ჩენს ყვე­ლა­ფერს მალე მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ი­გებს.

ლა­ფან­ყურ­თან ახ­ლოს, მდი­ნა­რე ლო­პო­ტას ხე­ო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს შსს-მ ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცია 28 აგ­ვის­ტოს და­ი­წყო. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სპე­ცო­პე­რა­ცია ლა­ფან­ყუ­რის ტყი­დან 5 ახალ­გაზ­რდის გა­ტა­ცე­ბას მოჰ­ყვა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბე­ბით, ახალ­გაზ­რდე­ბი 26 აგ­ვის­ტოს და­ი­კარ­გნენ. შსს ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ჯგუფ­მა ისი­ნი მძევ­ლე­ბად აიყ­ვა­ნა. შსს-ს 29 აგ­ვის­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოპე­რა­ცი­ი­სას და­ი­ღუ­პა შსს-ს ორი სპეც­რაზ­მე­ლი და სამ­ხედ­რო ექი­მი, და­იჭ­რა 5 სპეც­რაზ­მე­ლი.

შს მი­ნის­ტრის მა­შინ­დელ­მა მო­ად­გი­ლემ შოთა ხი­ზა­ნიშ­ვილ­მა 29 აგ­ვის­ტოს თე­ლავ­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რომ 11 დი­ვერ­სან­ტი ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი იყო, 6 კი ალ­ყა­ში. შსს-ვე ცნო­ბით, 11 ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი­დან 7-ის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მოხ­და, მათ­გან ორი, 22 წლის ას­ლან მარ­გოშ­ვი­ლი და 26 წლის ბა­ჰა­უ­დინ ალ­და­მო­ვი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ, და­ნარ­ჩე­ნი 5 კი – რუ­სე­თის. გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხებს რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხედ­რებს არ აძ­ლევ­დნენ. სა­ბო­ლო­ოდ, ას­ლან მარ­გოშ­ვი­ლი, ბა­ჰა­უ­დინ ალ­და­მო­ვი და ბა­ჰა­უ­დინ ბა­ღა­კაშ­ვი­ლი პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში სო­ფელ დუ­ი­სის სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლეს. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლია 1 ადა­მი­ა­ნი – ახ­მედ ჩა­ტა­ე­ვი, ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ე­ლი ის­ლა­მის­ტუ­რი ლი­დე­რის, დოკუ უმა­რო­ვის პი­რა­დი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ევ­რო­პა­ში.

ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლე­ბიც შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დაჯ­გუ­ფე­ბამ მძევ­ლე­ბად აიყ­ვა­ნა, ლო­პო­ტას ხე­ო­ბა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან არ სა­უბ­რობ­დნენ. ისი­ნი დუ­მილს იმით ხსნიდ­ნენ, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის­გან ამ სა­კი­თხზე ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ლა­პა­რა­კი აკ­რძა­ლუ­ლი აქვთ…

ლა­ფან­ყუ­რის სპე­ცო­პე­რა­ცი­ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არა­ერ­თი პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი შე­კი­თხვა და­ტო­ვა. ბევ­რი სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ვერ­სი­ას იმ­თა­ვით­ვე ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რებ­და.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები