ტელეკომპანია სეზონი

აგვისტო 20, 2022 01:55 საათი

გორი

აგვ 20 - შაბ
Tbilisi, GE
22°C clear sky

„ყარაბაღში მიმდინარე მოვლენები რუსეთის სამშვიდობო ძალების საქმიანობის შესახებ კითხვებს აჩენს“ – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მთიან ყარაბაღში არსებულ დაძაბულ ვითარებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ადგილზე განვითარებული მოვლენები რუსული „სამშვიდობო“ კონტინგენტის საქმიანობასთან დაკავშირებით რიგ კითხვებს აჩენს.

„არაერთი მოვლენა, რომელიც მთიან ყარაბაღში 2020 წლიდან, მათ შორის ბოლო დღეებში მოხდა, სამშვიდობო ოპერაციის შინაარსისა და ხასიათის შესახებ სომეხ საზოგადოებაში კითხვებს აჩენს.

2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმების მესამე პუნქტში ნათლად არის აღნიშნული, რომ მთიან ყარაბაღში არის ტერიტორია, რომლის გასწვრივ რუსი სამშვიდობოები არიან განლაგებული. სწორედ ამ ტერიტორიას უწოდებენ რუსული სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონას. ჩვენ ველით, რომ კონტაქტის ხაზის ნებისმიერი დარღვევა რუსი სამშვიდობოების მიერ იქნება აღკვეთილი“, – განაცხადა ფაშინიანმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები