ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 19, 2025 19:26 საათი

თბილისი

Apr 19 - Sat
Tbilisi, GE
17°C few clouds

ყაზახეთში დეპუტატი პარტიიდან უკრაინაში რუსეთის ქმედებების მხარდაჭერის გამო გარიცხეს

ყაზახეთის პარტია „ნათელი გზის“ თავმჯდომარის მოადგილე, პარლამენტის დეპუტატი აზამატ აბილდაევი პარტიიდან უკრაინაში რუსეთის ქმედებების საჯარო მხარდაჭერის გამო გარიცხეს.

აბილდაევმა მედიასთან ინტერვიუში რუსეთს მხარი დაუჭირა და უკრაინის ხელისუფლებას „ნაცისტური“ უწოდა.

„აბილდაევის სიტყვები ეწინააღმდეგება პარტიის პოზიციას და ასევე არღვევს როგორც პარტიულ, ასევე საპარლამენტო ეთიკას. ჩვენი პარტია ყოველთვის პატივს სცემს და მხარს დაუჭერს ჩვენი რესპუბლიკის და სხვა მეგობარი სახელმწიფოების დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – ნათქვამია „ნათელი გზის“ განცხადებაში.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის