ტელეკომპანია სეზონი

მარტი 29, 2024 01:22 საათი

თბილისი

მარ 29 - პარ
Tbilisi, GE
9°C clear sky

ყელში ამოვიდა ამდენი რაღაცა, ამდენი მოფერებები – მეუფე იაკობი

„სამარცხვინო რაღაცები რაც ხდება, ეს არის სამარცხვინო. თუ ევროპა არასწორად იქცევა არ ვეტყვი? ვინ არის ბოლოს და ბოლოს რა დამსახურება აქვს,“ – ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ქადაგების შემდეგ განაცხადა.

სასულიერო პირმა ევროკავშირზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ამდენი რაღაცა და ამდენი მოფერება ყელში ამოვიდა“.

მისივე თქმით, „ვინ ეკითხება უკრაინის ხელისუფლებას, ევროპის ან რუსეთის ხელისუფლებას ვისგან ვიყიდი საჭმელს“.

„ყელში ამოვიდა ამდენი რაღაცა, ამდენი მოფერებები და რაღაცა რა… ძლივს წესიერად მივდივართ, რომ რაღაც პერიოდები მშვიდად გავიაროთ. როცა გვიჭირდა ვინმე დაგვეხმარა? ახლა უარს, რომ გვეუბნებიან რას ეუბნები რუსეთს? ჩვენგან რა უნდათ ? სანქციები ? ძირითად რაღაცებზე მიერთებული ვართ. ხორბალს და რაღაცას თუ ვიყიდით ვის ვკითხოთ ? ვინ ეკითხება უკრაინის ხელისუფლებას, ევროპის ან რუსეთის ხელისუფლებას ვისგან ვიყიდი საჭმელს.

ჩვენ უკვე კარგა ხანია ვატყობთ, რომ თითქოს მიგვყიდეს რუსეთს, ისე არიან რა… ნუ იქცევიან ასე! საქართველო მაინც გამოვა ამ მდგომარეობიდან და ვერავინ დაგვაჩოქებს. მაინც გავიმარჯვებთ.

სამარცხვინო რაღაცები რაც ხდება, ეს არის სამარცხვინო. თუ ევროპა არასწორად იქცევა არ ვეტყვი? ვინ არის ბოლოს და ბოლოს რა დამსახურება აქვს. ჩვენი სისხლით მოვდივართ საუკუნეებია“, – აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები